ადგილზე მიტანის 24 საათიანი სერვისი
ტელ: +995 577 07 06 00

ჩვენს შესახებ

„მინელი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული ლატექსის უზამბარო და დამოუკიდებელი 
ინდივიდუალური შეფუთვის მქონე ნახევრად ორთოპედიულ „მინელი“-ს კომპანიის (იტალია) 
მიერ დამზადებულ (ზიმა-ლეტა) მატრასებს. ასევე იტალიურ ორთოპედიულ „მემორი“ ბალიშებს.

 

როგორ შევარჩიოთ მატრასი
კარგი მატრასი იაფი არ არის, მაგრამ მის ხარისხზე არა მხოლოდ კომფორტული დასვენება, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული. სწორად შერჩეული მატრასი შეიძლება დაგვეხმაროს უძილობისას, ხერხემლის, ზურგის ან კუთების ტკივილისა და ალერგიების დროს. ის უზრუნველყოფს კომფორტულ და ჯანმრთელ ძილს და უკეთ უმკლავდება დაღლილობის გრძნობასა და გაღიზიანებას. სანამ მის შეძენას გადავწყვეტდეთ აუცილებლად უნდა გავიგოთ, როგორ შევარჩიოთ მატრასი სწორად. ეს კი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს - უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ საწოლის ზომა და ჩვენი პირადი პრიორიტეტები, არამედ სხვა მრავალი ფაქტორიც.
მთავარი კრიტერიუმი მატრასის არჩევის დროს ჩვენი საკუთარი პრიორიტეტებია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ სხვა მომენტებიც, როგორიცაა ჩვენი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. წონის პრობლემის მქონე ადამიანებმა ჯობს უპირატესობა მყარ მატრასებს მიანიჭონ, გამხდრებმა კი რბილს, დამოუკიდებელი ზამბარებით ან ლატექსის შემავსებლით. ჩვეულებრივი მონაცემების ადამიანები ნებისმიერ მატრასზე კომფორტულად მოთავსდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ასაკიც. ხნიერ ადამიანებს ექიმები ურჩევენ უკიდურესად მყარ მატრასზე ძილს, რათა მან არ შეუქმნას პრობლემები ხერხემალსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას. ბავშვისთვის მატრასის არჩევა ყველაზე რთულია. დაბალი საფეხურის სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისთვის ექიმები, როგორც წესი, მყარ, უზამბარო მატრასებს გვირჩევენ.

ორთოპედიული ტიპის მატრასები დამზადებულია ე.წ. ბონელის ტექნოლოგიის ზამბარების გამოყენებით, რაც გულისხმობს ორმაგი კონუსური ფორმის ზამბარების გამოყენებას. თითოუელი ზამბარა დაკავშირებულია უშუალოდ მის მომიჯნავედ მდებარე ზამბარასთან, რაც ქმნის ერთიან მყარ სისტემას. ზამბარები დამზადებულია რკინით, რაც მის მაღალ მდგრადობას განაპირობებს. გამოყენებული ლითონის დიამეტრია 2 მმ. ზამბარების სისტემაზე გადაკრულია ქეჩა, რაც უზრუნველყოფს ზედაპირის ერთგვაროვნებას. ქეჩის ფენას მოსდევს ღრუბელი მატრასის დამატებითი სირბილისთვის. მატრასის ბოლო ფენაა ანტიალერგიული ხავერდოვანი ქსოვილი. ორთოპედიული 22 სმ - გამოყენებული ქეჩის სიმკვრივეა 2000 გ/კვ.მ, რომელსაც მოსდევს 20 მმ სისქის 22 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბლის ფენა. გვერდებში ჩაკერებულია 35 მმ სისქის 18 DNSსიმკვრივის ღრუბელი. ქსოვილის სიმკვრივეა 240 გ/კვ.მ., რომელიც დაქარგულია 8 მმ სისქის 18 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბელზე. მატრასის სისქეა 22 სმ. ორთოპედიული 26 სმ - გამოყენებული ქეჩის სიმკვრივეა 2000 გ/კვ.მ, რომელსაც მოსდევს 20 მმ სისქის 22 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბლის ფენა. გვერდებში ჩაკერებულია 35 მმ სისქის 18 DNSსიმკვრივის ღრუბელი. ქსოვილის სიმკვრივეა 240 გ/კვ.მ., რომელიც დაქარგულია 8 მმ სისქის 18 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბელზე. მატრასზე დაკერებულია ლეიბი, რომლიც დამზადებულია 5 სმ სისქის 18 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბლისგან. მატრასის სისქეა 26 სმ. ორთოპედიული 30 სმ - გამოყენებული ქეჩის სიმკვრივეა 2000 გ/კვ.მ, რომელსაც მოსდევს 20 მმ სისქის 22 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბლის ფენა. გვერდებში ჩაკერებულია 35 მმ სისქის 18 DNSსიმკვრივის ღრუბელი. ქსოვილის სიმკვრივეა 240 გ/კვ.მ., რომელიც დაქარგულია 8 მმ სისქის 18 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბელზე. მატრასზე ორივე მხრიდან დაკერებულია ლეიბი, რომლიც დამზადებულია 5 სმ სისქის 18 DNS სიმკვრივის მქონე ღრუბლისგან. მატრასის სისქეა 30 სმ.